ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინი აჯილდოებს გათამაშების „ბუმი" გამარჯვებულებს
03/07/2009
 მედია ანონსი 
2 ივლისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ბილაინი აჯილდოებს გათამაშების „ბუმი" გამარჯვებულებს

თბილისი, 1 ივლისი, 2009 წელი - შპს ”მობიტელი (ТМ Beeline) -ი აჯამებს გათამაშების  „ბუმი" შედეგებს , რომელიც 1 მაისიდან, 22 ივნისის ჩათვლით ბილაინის ყველა აბონენტისთვის ჩატარდა.

გათამაშების შედეგად,  გამოვლინდა 5 გამარჯვებული.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ბილაინის ნებისმიერ აბონენტს, ვინც დარეკავდა ან SMS-ს გაგზავნიდა ნომერზე 2009.

28  ივნისს  ჩატარებული გათამაშების შედეგად, გამოვლინდა 5 გამარჯვებული,  რომელთაც ბილაინისგან  გადაეცემათ შემდეგი სახის პრიზები: ბინა ბათუმში, ავტომანქანა, 5000 ლარიანი ანაბარი, რომლის გახსნაც გამარჯვებულს მის მიერ შერჩეულ ნებისმერ ბანკში შეეძლება, ორკაციანი საგზური თურქეთში, და სასწავლო სერთიფიკატი.

გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო ბილაინის 70 ათასზე მეტმა ბილეთი.   გაგზავნილი SMS-ების მიხედვით, თითოეულ გამარჯვებულს   ჰქონდა 40-ზე მეტი ბილეთი.

«მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ ორგანიზებულმა წამახალისებელმა გათამაშებამ ასეთი დიდი წარმატებით ჩაიაირა.  

ჩვენს აბონენტებს, რომლებიც ყოველთვის მოსახერხებელ და მაღალხარისხიან სერვისს იღებენ, არამხოლოდ სახალისო თამაშში იღებდნენ მონაწილეობას, არამედ, მიეცათ შანსი, რომ მოეგოთ ღირებული პრიზები. ‘'- განაცხადა შპს „მობიტელის" კომერციულმა დირექტორმა არჩილ მაღრაძემ.

გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 2 ივლისს, 17 საათზე, ბილაინის  ოფისში, რუსთაველის პრ. 14-ში.

"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის"  ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც


ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები

მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიქია
ტელ: +995897 940 083
ელ-ფოსტა: tjikia@beeline.ge

 

წაკითხულია: 8114